არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე, სტადიონების მინდვრები ცუდი ხარისხისაა.
„ყველა მინდორი, რომლებზეც ვითამაშეთ, ძალიან ცუდი ხარისხისაა, ბურთი არასწორ ბალახზე სხვაგვარად დახტის და მის დასამორჩილებლად დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. ასე თამაში ძალიან რთულია.“ - უთხრა მესიმ Marca-ს.
არგენტინის ნაკრებმა В ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, კოლუმბიის შემდეგ და 28 ივნისს, მეოთხედფინალში, რიო დე ჟანეიროში, ვენესუელის ეროვნულ გუნდს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში ბრაზილიური მინდვრები არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმაც დაიწუნა.







