ჩოგბურთი

20:25 | 26.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილს ნახევარფინალში ზვერევი შეხვდება

ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში მოქმედ ჩემპიონ ნიკოლოზ ბასილაშვილს მეორე ნომრად განთესილი ალექსანდრ ზვერევი შეხვდება. მსოფლიოს ნომერ მეხუთე ნომერმა მეოთხედფინალში სერბი ფილიპ კრაინოვიჩი 6:2, 5:7, 6:2 დაამარცხა.

ბასილაშვილი და ზვერევი ერთმანეთს აქამდე ორჯერ შეხვედრილან და ორივე ალექსანდრმა მოიგო. 2015 წელს გერმანელმა მარსელში ნიკოლოზი მეოთხედფინალში 7:6, 6:3 დაამარცხა, ხოლო გასულ წელს შანხაის მასტერსზე ზვერევმა 1/16-ფინალში ქართველს 7:5, 6:4 მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096558