ფეხბურთი

19:54 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოსკარ პერესმა კარიერა 46 წლის ასაკში დაასრულა

მექსიკის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მაკერემ ოსკარ პერესმა საფეხბურთო კარიერა 46 წლის ასაკში დაასრულა. მექსიკელს ეროვნულ გუნდში 41 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ოსკარმა 2002 და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებზე ნაკრების რიგებში შეუცვლელად ითამაშა.

პერესმა საფეხბურთო კარიერა "კრუზ ასულში" დაიწყო და უთამაშია "ტიგრესის" "იაგუარესის", "ნეკაქსას" და "სან ლუისის" რიგებში. ბოლოს მექსიკელი "პაჩუკაში" თამაშობდა, რომლის მაისურითაც 184 მატჩი ჩაატარა. კარიერის განმავლობაში ოსკარმა 417 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაუშვა 512 გოლი და 115 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.081149