ჩოგბურთი

16:50 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი აუგსბურგის ჩელენჯერზე ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი პოლონეთის ქალაქ სოპოტიდან, სადაც ადგილობრივ ჩელენჯერზე 2 მატჩის მოგება მოახერხა, გერმანიაში გადაბარგდა და მომავალ კვირას აუგსბურგის ტურნირზე (საპრიზო ფონდი 46 600 ევრო) ითამაშებს.

მეტრეველი Schwaben Open-ის ძირითად ბადეშია დაშვებული და პირველ წრეში ესტონელ იურგენ ზოპს ეთამაშება, წარმატების შემთხვევაში კი, მე-9 ნომრად განთესილ ავსტრიელ სებასტიან ოფნერს გაეჯიბრება.
აუგსბურგის ჩელენჯერის ჩემპიონი 80 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092987