არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" თავდამსხმელის ლიონელ მესის გოლი "ლივერპულის" კარში უეფას ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო გოლად დაასახელეს. სამხრეთამერიკელმა ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში (3:0) საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა.







