ბოლო 13 წლის განმავლობაში, კალათბურთში, აშშ-ს ნაკრებმა რომელსაც ნბა-ს მოთამაშეები ყავდა, პირველად წააგო.
ავსტრალიამ ამხანაგურ მატჩში ამრიკას 98:94 მოიგო. აშშ-ს ზედიზედ 78 შეხვედრა ჰქონდა მოგებული.
ავსტრალიამ ამერიკას ისტორიაში პირველად მოუგო.
ავსტრალელთა შორის 30 ქულით საუკეთესო "სან ანტონიოს" უკანახაზელი პატი მილსი გახლდათ, გრეგ პოპოვიჩის შეგირდებს შორის 22 ქულით კემბა უოლკერი გამოირჩა.
აშშ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 1 სექტემბერს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს, ამავე ჯგუფში ასევე თურქეთი და იაპონია იასპარეზებენ.









