კალათბურთი

20:50 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ს ნაკრებმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე საბოლოო 12-კაციანი შემადგენლობა აშშ-ს ნაკრებმა დაასახელა.

რამდენიმე საათის წინ ვარჯიშზე კაილ კუზმამ ტრავმა მიიღო, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას sportando.com ავრცელებს.

აშშ-ს 12-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება: ჯეისონ ტატუმი, კემბა უოლკერი, მარკუს სმარტი, ჯაილენ ბრაუნი (ოთხივე "ბოსტონი"), ჰარისონ ბარნსი ("საკრამენტო"), ჯო ჰარისი ("ბრუკლინი"), ბრუკ ლოპესი, კრის მიდელტონი (ორივე "მილოუკი"), დონოვან მიტჩელი ("იუტა"), მეისონ პლამლი ("დენვერი"), მაილს თერნერი ("ინდიანა"), "დერეკ ვაითი ("სან ანტონიო").

მსოფლიო ჩემპიონატი ჩინეთში 31 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება. აშშ პირველ შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173268