საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გაისად შემოდგომაზე, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-11 ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ეყოლება რუმინეთი, კვიპროსი და ჩერნოგორია.
შეხსენებისთვის, ეს 19-წლამდელთა ნაკრები 1996 წელს დაბადებულებითა და უმცროსებით იქნება დაკომპლექტებული. წილისყრა დღეს ჩატარდა ნიონში და ჯერჯერობით უცნობია, თუ სად ჩატარდება ამ ჯგუფის მატჩები. ისე კი, ჯგუფიდან 2 გუნდი გავა.







