შაბათს და კვირას იტალიის სერია ა-ს მეექვსე ტურის მატჩები გაიმართება. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ტურის ცენტრალური მატჩი “იუვენტუსსა” და “რომას” შორის. ასევე საინტერესო მატჩებს უნდა ველოდეთ ფლორენციასა და ნეაპოლში.
რომაული და ტურინული კლუბები ცხრილის სათავეში მოექცნენ. მათ თანაბარი ქულები აქვთ და ამ მატჩმა შესაძლოა ჩემპიონატს ერთი ლიდერი დაუტოვოს.
მონტელას გუნდი მაცარის მოთამაშეებს დაუხვდება. შემტევი სტილის მოყვარული “ფიორენტინა” ჩავარდნას განიცდის, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში “ინტერის” გადასწრებას მოახერხებს. “ინტერმა” ბოლო ტურში “კალიარისთან” წააგო, თუმცა ხუთეულს არ დაშორებია.
ჰელას ვერონა – კალიარი
დასაწყისი: 4 ოქტომბერი, 20:00 საათი
ადგილი: ვერონა, “მარკ’ანტონიო ბენტეგოდი.”
ჰელასელებმა სეზონი კარგად დაიწყეს. ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგეს, ისიც ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ “რომასთან.” მეხუთე-მეშვიდე ადგილებს “ინტერთან” და “მილანთან” ერთად ინაწილებენ.
ზემანის მოთამაშეები გასავრდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ. ხუთი ტურის შემდეგ სამი მატჩი დათმეს, ბოლოადგილოსან “სასუოლოსთან” ფრედ ითამაშეს. ბოლო ტურში მოულოდნელად “ინტერს” ჯუზეპე მეაცაზე მოუგეს (1:4).
სავარაუდო შემადგენლობები:
ვერონა: რაფაელი, სორენსენი, მარკესი, მორასი, აგოსტინი, იონიტა, ტაჩციდისი, ჰალფრედსონი, ნიკო ლოპესი, ტონი, გომესი
კალიარი: გრანო, ბალზანო, კეპიტელი, როსეტინი, აველარი, დესენა, კრისეტიგი, ეკდალი, იბარბო, საუ, კოსუ
მილანი – კიევო
დასაწყისი: 4 ოქტომბერი, 22:45 საათი
ადგილი: მილანი, “ჯუზეპე მეაცა.”
“მილანმა” კარგად დაიწო, თუმცა მესამე ტურში ალეგრის მოთამაშეებთან მარცხს ემპოლისა და ჩეზენაში დაკარგული ქულები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ “მილანი” პირველადგილოსანს 7 ქულით ჩამორჩება, ფილიპო ინძაგი მოთამაშეებს სანახაობრივ, შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს ათამაშებს.
“კალიარის” მსგავსად “კიევოც” ერთი ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას. ნეაპოლში მაქსი ლოპესის გოლით მოპოვებულმა გამარჯვებამ ვერონელებს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა. კარგ ფორმაშია “კიევოს” ფორვარდი ალბერტო პალოში, რომელმაც ოთხ მატჩში ორი გოლი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები:
მილანი: აბიატი, აბატე, ალექსი, რამი, დე შილიო, პოლი, დე იონგი, ბონავენტურა, ჰონდა, ტორესი, მენეზი
კიევო: ბარდი, ფრეი, დაინელი, სეზარი, ბირაგი, რადოვანოვიჩი, კოფი, ჰეტემაი, ბირსა, პალოში, ლაზარევიჩი
ემპოლი – პალერმო
დასაწყისი: 5 ოქტომბერი, 14:30 საათი
ადგილი: ემპოლი, “კარლო კასტელანი.”
ლევან მჭედლიძე ყოფილ კლუბს ეთამაშება, ქართველისთვის ამითაც არის მნიშვნელოვანი ხვალინდელი მატჩი. ისიც სათქმელია, რომ მჭედლიძეს გოლის გატანა მართებს. ტრავმის მოშუშების შემდეგ 24 წლის მოთამაშის მოედანზე გამოჩენას უნდა ველოდეთ, თუმცა სასტარტოში სავარაუდოდ არ იქნება.
“პალერმოსა” და “ემპოლის” 3-3 ქულა აქვთ. საინტერესოა, რომ ორივე გუნდმა ქულები ფრედ დასრულებული თამაშების შედეგად მოაგროვა. ნავსის გატეხვას ორივე გუნდი შეეცდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ემპოლი: სეპე, ჰისაი, ტონელი, რუგანი, მარიო რუი, ვეცინო, ვალდიფიორი, კროკე, ვერდი, ტავანო, მაკარონე
პალერმო: სორენტინო, ანდელკოვიჩი, ტერზი, ფედალი, პისანო, რიგონი, ბარეტო, დაპრელა, ვასკესი, დიბალა, ბელოტი
ლაციო – სასუოლო
დასაწყისი: 5 ოქტომბერი, 17:00 საათი
ადგილი: რომი, “სტადიო ოლიმპიკო.”
სტეფანო პიოლის მოთამაშეებმა “ჩეზენასა” და “პალერმოს” დამარცხებით მოაგროვეს ქულები. დანარჩენი სამ მატჩში წააგეს. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 27 წლის სტეფან ჯორჯევიჩია, რომელიც ზაფხულში “ნანტიდან” დაიმატეს.
მიმდინარე სეზონში “სასუოლომ” გაიტანა ერთი გოლი, თავი სიმონე ზაზამ გამოიჩინა. სამი ფრითა და ერთი გატანილი გოლით დი ფრანჩესკოს გუნდი ბოლო ადგილზეა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ლაციო: მარკეტი, კავანდა, დე ვრი, კანა, ბრაფჰეიდი, ონაზი, პაროლო, ლულიჩი, კანდრევა, ჯორჯევიჩი, კეიტა
სასუოლო: კონსილი, გაზოლა, ანტე, კანავარო, პელუზო, ბონდინი, მარგანელი, ტეიდერი, ბერარდი, ზაზა, სანსონე
პარმა – ჯენოა
დასაწყისი: 5 ოქტომბერი, 17:00 საათი
ადგილი: პარმა, “ენიო ტარდინი.”
გასავრდნ ზონაში მყოფი “პარმა”ცხრილის შუაში მყოფ “ჯენოას” უმასპინძლებს. მასპინძელთა გამოცდილი ფორვარდი ანტონიო კასანო კარგ ფორმაშია. 4 მატჩში გატანილი 4 გოლი – 32 წლის ფორვარდისთვის ბრწყინვალე მაჩვენებელია.
“ჯენოამ” ფლორენციაში ფრედ ითამაშა, საკუთარ “ლუიჯი ფერარიზე” პინილიას გოლით “ლაციოს” მოუგო, შემდეგ ჰელასელებთან ფრედ ითამაშა და ბოლოს გენუურ დერბიში “სამპდორიასთან” წააგო.
სავარაუდო შემადგენლობები:
პარმა: მირანტე, მენდესი, ფელიპე, ლუკარელი, გობი, მაური, ლოდი, ხორკერა, კასანო, ბელფოდილი, დე შელიე
ჯენოა: პერინი, ანტონინი, რონკალია, დე მაიო, ანტონელი, ედენილსონი, რინკონი, სტურარო, კუჩკა, პინილია, პეროტი
სამპდორია – ატალანტა
დასაწყისი: 5 ოქტომბერი, 17:00 საათი
ადგილი: გენუა, “ლუიჯი ფერარი.”
“სამპდორია” კარგ ფორმაშია. მარცხის გარეშე მოთამაშე მიხაილოვიჩის ფეხბურთელები ლიდერებთან ახლოს იმყოფებიან და მეოთხე ადგილს იკავებენ, ხოლო ბერგამოელები მე-16 ადგილზე არიან და უფრო მაღალი საფეხურის დაკავებას შეეცდებიან.
მასპინძლებმა ბოლო ტურში მანოლო გაბიდინის გოლით “ჯენოას” მოუგეს, ხოლო კოლანტუნოს გუნდმა “იუვენტუსთან” წააგო (0:3).
სავარაუდო შემადგენლობები:
სამპდორია: ვივიანო, დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანოლი, კაკატორე, შორიანო, პალომბო, ობიანგი, გაბიდინი, ოკაკა, ედერი
ატალანტა: სპორტიელო, ზაპაკოსტა, ბიავა, ბენალუნე, დრამე, ესტიგარიბია, სიკარინი, კარმონა, დ’ალესანდრო, დენისი, ბოაკიე
უდინეზე – ჩეზენა
დასაწყისი: 5 ოქტომბერი, 17:00 საათი
ადგილი: უდინე, “კომუნალე ფრიული.”
36 წლის დი ნატალეს კვლავ გააქვს, ის არის გუნდში მთავარი დამრტყმელი ძალა. მან ხუთ ტურში ოთხი გოლი გაიტანა. კარგად თამაშობს ასევე ვეტერანი 31 წლის ფრანგი ფორვარდი ტერუ. მის ანგარიშზე ორი გოლია.
პიერპაოლო ბისოლის “ჩეზენამ” ერთადერთი გამარჯვება პირველ ტურში ალეხანდრო როდრიგესის გოლით “პარმასთან” მოიპოვა. ესპანელს იმ მატჩის შემდეგ არ გაუტანია. როდრიგესის მსგავსად ერთი გოლი გაიტანა 25 წლის მარილუნგომ, როცა “ემპოლთან” ფრედ ითამაშეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
უდინეზე: კარნეზისი, ვიდმერი, ჰურტუქსი, დანილო, პირისი, ბადუ, ალანი, გილერმე, კონე, ტერუ, დი ნატალე
ჩეზენა: ლელი, კაპელი, ლუჩინი, მანუსონი, დეფრელი, კასკონე, დე ფრუდისი, კოპოლა, რენზეტი, ბრიენზა, მარილუნგო
იუვენტუსი – რომა
დასაწყისი: 5 ოქტომბერი, 20:00 საათი
ადგილი: ტურინი, “იუვენტუსის სტადიონი.”
ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართება. უდანაკარგოდ მოთამაშე ლიდერები პირველი ადგილოსნის ვინაობას ხვალ გაარკვევენ. “იუვენტუსმა” ფილიპო ინძაგის გუნდის სახით ერთი მოწინააღმდეგე მესამე ტურში ჩამოიცილა, ამჯერად უფრო რთული თამაში უნდა გამოვიდეს.
რუდი გარსიას კარგი გუნდი ჰყავს. შედეგის გარდა შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთის აჩვენებენ. გასულ სეზონთან განსხვავებით ორ ფრონტზე უწევთ ბრძოლა: ჩემპიონთა ლიგასა და სერია ა-ში. ანალოგიურ სიტუაციაშია ტურინული გრანდი.
სავარაუდო შემადგენლობები:
იუვენტუსი: ბუფონი, კასერესი, ბონუჩი, კიელინი, ლიხშტაინერი, ვიდალი, მარკიზიო, პოგბა, ასამოა, ტევესი, ლორენტე
რომა: სკორუპსკი, მაიკონი, მანოლასი, იანგა-მბივა, კოული, პიანიჩი, კეიტა, ნაინგოლანი, ფლორენცი, ტოტი, ჟერვინიო
ფიორენტინა – ინტერი
დასაწყისი: 5 ოქტომბერი, 22:45 საათი
ადგილი: ფლორენცია, “არტემიო ფრანკი.”
ახალ სეზონში მონტელას გუნდი ვერ თამაშობს კარგად. ფიორემ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, მათგან გულშემატკივარი მეტს ელოდა. ხუთი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგეს და ბოლოადგილოსან “სასუოლოს” ფლორენციაში ვერ გაუტანეს.
ევროპალიგაზე “ფიორენტინამ” ბელორუსული “დინამო” დაამარცხა. მინსკელებს იტალიურმა კლუბმა სამჯერ შეუგდო (0:3).
“ინტერი” უფრო წინ არის. 2 მოგებითა და 2 ფრით მეხუთე ადგილს იკავებს, თუმცა ბოლო ტურში მილანში წააგო “კალიარისთან.” ხუთი ტურის შემდეგ ოსვალდომ ოთხი, ხოლო იკარდიმ სამი გოლი გაიტანა, რაც კარგი მაჩვენებელია.
ხუთშაბათს “ჯუზეპე მეაცაზე” აზერბაიჯანულ ყარაბხს დ’ამბროზიოსა და ხსენებული იკარდის გოლებით მოუგეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ფიორენტინა: ნეტო, ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, ალონსო, აკვილანი, პიზარო, ბორხა ვალერო, ფერნანდესი, კუადრადო, ბაბაქარი
ინტერი: ჰანდანოვიჩი, რანოკია, ვიდიჩი, ხუან ჟესუსი, დ’ამბროზიო, მ’ვილა, მედელი, კოვაჩიჩი, დოდო, ოსვალდო, იკარდი
ნაპოლი – ტორინო
დასაწყისი: 5 ოქტომბერი, 22:45 საათი
ადგილი: ნეაპოლი, “სან პაოლო.”
საინტერესო შეხვედრა შედგება ნეაპოლში. “ინტერისა” და “ფიორენტინას” მსგავსად მათაც მოიგეს ევროპალიგის შეხვედრებში და სერია ა-ს შეხვედრებს კარგ ხასიათზე ხვდებიან.
ტურინელები ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ და ბენიტესის გუნდს რთული მატჩი ელის. სტუმრები გამარჯვების შემთხვევაში მასპინძლებს გადაასწრებენ, რადგან მათ შორის სხვაობა ორ ქულას შეადგენს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ნაპოლი: რაფაელი, ზუნიგა, ალბიოლი, კულიბალი, გულამი, გარგანო, დავიდ ლოპესი, კალეხონი, ჰამშიკი, ინსინე, იგუაინი,
ტორინო: ჟილე, ბოვო, გლიკი, მორეტი, პერესი, გაცი, ვივესი, სანჩეს მინო, დარმიანი, ელ კადური, კვალიარელა






