ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩში, „ბაიერნმა“ „ტოტენჰემს“ 3:1 მოუგო და პირველი გერმანული კლუბი გახდა, ვისაც ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩში გაუმარჯვია.
6 შეხვედრა, 6 მოგება. ბურთების შეფარდება 24:5 (+19).
2011-12 წლების სეზონში „რეალმა“ ასევე მოიგო ექვსივე მატჩი, ოღონდ +17 ბურთების შეფარდებით. მაშინ მადრიდელებმა ზაგრების „დინამო“ (1:0, 6:2), „აიაქსი“ (3:0, 3:0) და „ლიონი“ (4:0, 2:0) დაჩაგრეს.
სულ ლიგის ისტორიაში, 6 კლუბია, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე მატჩი მოუგია: „მილანი“ (1992-93), პსჟ (1994-95), „სპარტაკი“ (1995-96), „ბსრსელონა“ (2002-03), „რეალი“ (2011-12 და 2014-15), „ბაიერნი“ (2019-20).