ფეხბურთი

16:33 | 13.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" ანტალიური შეკრება და ოთხი სპარინგ მეტოქე

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ ზამთრის შეკრება დაგეგმა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი წერს, „დინამო“ 16 იანვრიდან თვის ბოლომდე ანტალიაში მოემზადება.

თურქეთში ქართული გუნდი ოთხ სპარინგ მატჩს ჩაატარებს. კახა ჩხეტიანის შეგირდები 18 იანვარს, რუმინულ „ვოლუნტარის“, 22 იანვარს, ბულგარულ „ბოტევს“, 25 იანვარს ასევე ბულგარულ „არდას“ და 30 იანვარს, კრაკოვის „ვისლას“ გაეჯიბრებიან.

„დინამო“ მეორე შეკრებასაც ანტალიაში გაივლის, მაგრამ სპარინგ მეტოქეების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095722