"სუონსის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ბორხა ბასტონი "ასტონ ვილას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. აღნიშნული ინფორმაცია ბირმინგემული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ბასტონი უელსელებმა 2016 წელს "ატლეტიკოდან" 16 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს და კლუბის სატრანსფერო რეკორდი დაამყარეს. ესპანელმა გუნდის იმედები ვერ გაამართლა და მას შემდეგ ჯერ "მალაგაში", ხოლო შემდეგ "ალავესში" იყო განათხოვრებული. მიმდინარე სეზონში ბასტონმა "სუონსის" რიგებში 21 შეხვედრა ჩაატარა და თავი ექვსი გოლით გამოიჩინა.





