სადღეისოდ რეიტინგსიის მეშვიდე ნომერმა იაპონელმა კეი ნიშიკორიმ “საშინაო” ტურნირი მოიგო. ამომავალი მზის ქვეყნის საჩოგბურთო წარმომადგენელმა ტოკიოს შეჯიბრების გადამწყვეტ მატჩში კანადელ მილოშ რაონიჩს 7:6, 4:6, 6:4 სძლია და 500 სარეიტინგო ქულასთან ერთად საპრიზო თანხის სახით 296850 დოლარიც დაიმსახურა.
ნიშიკორისა და რაონიჩის დაძაბულმა ფინალმა 2 საათსა და 12 წუთს გასტანა. კეიმ თითო ბრეიკი-ეისი შეასრულა და მილოშთან ურთიერთშეხვედრბის ანგარიში თავის სასარგებლოდ 4:1 გახადა.
“რაონიჩთან ჩემი დაპირისპირებები ყოველთვის დაძაბულად და მაყურებლისთვის საინტერესოდ მიმდინრეობს. გამონაკლისი არც დღევანდელი პაექრობა ყოფილა”, - განაცხადა გახარებულმა კეი ნიშიკორიმ ფინალის დასრულების შემდეგ.







