ფეხბურთი

20:00 | 21.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე ჰოლანდი გამოარჩიეს

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ნორვეგიის ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. გერმანული გუნდის ახალწვეულმა ჩემპიონთა ლიგაზე "დორტმუნდის" მაისურით პირველი შეხვედრა ჩაატარა და პსჟ-თან მოგებულ (2:1) მატჩში ორი გოლი გაიტანა.

ჰოლანდი გახდა "ბორუსიას" პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგასა და ჩემპიონტა ლიგის პირველ შეხვედრებში გოლის გატანა შეძლო. ასევე, ბუნდესლიგის არსებობის ისტორიაში, ნორვეგიელი გახდა პირველი, რომელმაც ახალი გუნდის მაისურით, საწყის შვიდ მატჩში ყველა ტურნირზე 11-ჯერ გამოიჩინა თავი.

ერლინგი "დორტმუნდში" ზამტარში გადავიდა, მანამდე კი "ზალცბურგში" თამაშობდა. სულ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჰოლანდმა 29 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 39 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.095877