მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო სპორტის მასწავლებელი გამოავლინა.
გამარჯვებული ქარელის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ზურაბ ჯუშოშვილი გახდა, რომელსაც ფულადი ჯილდო, პლანშეტი და ტიხრული მინანქრის სპეციალური გულსაბნევი გადაეცა. ინიციატივა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ეკუთვნის.
ცენტრმა 2019 წელს საუკეთესო მასწავლებელი ყველა საგანში გამოავლინა.







