თანამედროვე ფეხბურთში სატრანსფერო ფანჯარა და ფეხბურთელთა საბაზრო ღირებულებები ცალკე საკითხია. ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა პორტუგალიელი აგენტის, ჟორჟე მენდეშის კლიენტთა სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
თითოეულ ფეხბურთელს საბაზრო ფასიც მიუთითეს. ბუნებრივია, სიმბოლურ გუნდში კრიშტიანუ რონალდუც მოხვდა, რომელსაც გავლენიანი გამოცემა ამჟამად 75 მილიონ ევროდ აფასებს.
თუმცა, სწორედ ეს შეფასება არ მოუწონა კრიშტიანუს და Transfermarkt-ი ყველა სოციალურ ქსელის პირად გვერდზე დაბლოკა.
„შეუძლებელი გახდა კრიშტიანუ რონალდუს მონიშვნა (დათაგვა), რადგან მანდ დაგვბლოკა, როცა ახალი საბაზრო ღირებულება გაიგო. გვითხრა, რომ კმაყოფილი არ არის“, - დაწერა Transfermarkt-მა.









