2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთების ფასები ოთხ კატეგორიად დაიყო:
4 კატეგორია - 70 ევრო
3 კატეგორია - 180 ევრო
2 კატეგორია - 450 ევრო
1 კატეგორია - 600 ევრო
ფინალი 30 მაისს სტამბოლის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და 12 მარტამდე გაგრძელდება.
ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის 6 ათასი ბილეთია გამოყოფილი, რომლებიც უეფას საიტზე გაიყიდება - გვამცნობს უეფას პრესსამსახური.







