ფეხბურთი

21:30 | 5.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხუთი მატჩიდან ოთხი მარცხი - "აიაქსი" კრიზისშია

ამსტერდამის "აიაქსმა" ბოლო ხუთ მატჩში ოთხი მარცხი განიცადა და მსგავსი შედეგი ნიდერლანდურ გუნდს ბოლოს 2000 წელს ჰქონდა. აღნიშნული ინფორმაცია Opta ავრცელებს. ბოლო ხუთ მატჩში ამსტერდამელებმა რვა გოლი გაუშვეს და მხოლოდ ორი გაიტანეს.

"აიაქსმა" ბოლო შეხვედრა 4 მარტს "უტრეხტთან" ნიდერლანდების თასის ნახევარფინალში წააგო (0:2) და ასპარეზობას გამოეთიშა. წარუმატებელი სერია გუნდისთვის 20 თებერვალს დაიწყო, როდესაც "ხეტაფესთან" სტუმრად ევროპა ლიგის მატჩში (0:2) დამარცხდა. ესპანელებს ტენ ჰაგის გუნდმა კი მოუგეს განმეორებითი შეხვედრა (2:1), თუმცა ტურნირს მაინც გამოეთიშნენ.

ერედევიზიონში "აიაქსმა" "ჰერაკლესთან" წააგო, ხოლო ამის შემდეგ მეორეადგილოსან "ალკმაართან" პრინციპულ მატჩში დამარცხდა. ახლა ორივე გუნდს 53 ქულა აქვს და "აიაქსი" ბურთების უკეთესი მაჩვენებლითაა წინ.

თეგებიაიაქსი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093968