ფეხბურთი

16:19 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური გუნდის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიის სერია C-ს ბინადარ „ნოვარას“ პრეზიდენტ მაურიციო რულოს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კლუბის ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, ინფექცია განპირობებულია გერმანიაში მივლინებით.

„ნოვარა“ აცხადებს, რომ ჩვენმა მფლობელმა მაურიციო რულომ ლომბარდიის საავადმყოფოში გამოკვლევა ჩაიტარა და COVID-19 დაუდასტურდა. ვირუსის დადებითი პასუხი განპირობებულია გერმანიაში მივლინებით“, - წერია კლუბის ვებგვერდზე.

როგორც „ნოვარა“ იტყობინება, გუნდის სხვა წევრებს ამ ეტაპზე საფრთხე არ ექუქრებათ და სამედიცინო პერსონალი მჭიდრო კონტაქტში იმყოფება კომპეტენტურ ორგანოებთან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.102241