კალათბურთი

13:33 | 5.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძე კარიერას ესპანეთის მე-2 ლიგაში გააგრძელებს

მას შემდეგ, რაც “სევილიასთან” კონტრაქტი გაწყვიტა, ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა. სამწუხარო ისაა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი კარიერას არა ესპანეთის ელიტარულ ლიგაში, არამედ მე-2 დონის “ლებ გოლდში”, კერძოდ კი, ლა კორუნას “ლეიმა ბასკეტში” გააგრძელებს.

ამ კლუბმა გასულ სეზონში მეოთხედფინალში ითამაშა და “ოვიედოსთან” 0:2 დამარცხდა, 3 ოქტომბერს კი უკვე ახალი სეზონის პირველი მატჩიც ჩაატარა და “ფორსა ლეიდა” 71:64 დაამარცხა.

20 წლის ქართველი ლეგიონერის გარდა, ლა კორუნელებს უცხოელები სხვაც მრავლად ჰყავთ. გუნდის ამჟამინდელ განაცხადში იამაიკელი, სერბი, ტრინიდადელი, სლოვენიელი და უნგრელი მოთამაშეებიც ფიგურირებენ.

გალისიურ “ლეიმა ბასკეტს” ჩემპიონატის მე-2 მატჩი 11 ოქტომბერს ვალიადოლიდში ელის და სავარაუდოა, რომ ბურჯანაძის დებიუტიც ამ მატჩში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092528