ფეხბურთი

12:47 | 14.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიომ ციხეში 5 გოლი გაიტანა და 16-კილოგრამიანი გოჭი მოიგო

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო, რომელიც ასუნსიონის ციხეში იმყოფება, საფეხბურთო ოსტატობაც ამ პირობებშიც ამტკიცებს.

ციხეში საფეხბურთო მატჩი გაიმართა, რონალდინიოს გუნდმა ადვილად 11:2 მოიგო, ხოლო ბრაზილიელმა ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა - 5 გოლი, 6 საგოლე პასი.

აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულ ფეხბურთელს გამარჯვებისთვის დაწესებული პრიზი, 16-კილოგრამიანი გოჭი გადაეცა. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკელი ძმასთან ერთად პარაგვაიში გაყალბებული პასპორტის გამო რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

თეგებირონალდინიო
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170355