მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპორტული ღონისძიებები შეჩერდა, ბელარუსში დღეს საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება. აღსანიშნავია, რომ მატჩზე დასწრება გულშემატკივრებსაც სურვილის მიხედვით შეუძლიათ.
დღეს პირველი ტურის ერთუ მატჩი გაიმართება, „ენერგეტიკმა“ „ბატეს“ 3:1 მოუგო, ხოლო გეგა დიასამიძის და ლაშა შინდაგორიძის „შახტიორმა" „ტორპედოს“ უმასპინძლა (0:1), ორივე ჩვენებურმა ითამაშა, შინდაგორიძემ 90, ხოლო დიასამიძემ 45 წუთი.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოსავალს მუშაობაში და არაყის დალევაში ხედავს. „მიიღეთ საუნა, დალიეთ ბევრი არაყი და იმუშავეთ ბევრი, რომ თქვენს ორგანიზმში ვირუსი მოკლათ“, - თქვა ლუკაშენკომ.
კომენტარი გააკეთა ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ალეინიკმაც:
„რეგულარულად, მაყურებლებით თამაშის გადაწყვეტილება სამშაბათს, უეფას ვიდეოკონფერენციაზე მივიღეთ. ბევრი ლიგა შეჩერებულია, მაგრამ ჩვენ ახლა ვიწყებთ, რადგან ჩვენთან სეზონი გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება“, - აღნიშნა ალეინიკმა.









