ფეხბურთი

16:21 | 25.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი,“ „ლივერპული“ და „არსენალი“ 18 წლის გერმანელით დაინტერესდნენ

„შალკეს“ 18 წლის მცველმა, მალიკ ტაივმა, კარიერა, შესაძლოა, ინგლისში გააგრძელოს - გვამცნობს Daily Mail.

გამოცემის მტკიცებით, ფინური ფესვების მქონე გერმანელის საკუთარ რიგებში ხილვა „მანჩესტერ სიტის,“ „ლივერპულსა“ და „არსენალს“ სურთ.

მიმდინარე სეზონში ტაივმა „შალკეს“ ახალგაზრდულ გუნდში 9 გოლი გაიტანა და ძირითად შემადგენლობაშიც ჰქონდა დებიუტი.

მისი სავარაუდო სატრანსფერო ფასი 7,5 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097498