იტალიური „მილანის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმ ადრიანო გალიანიმ, რომელიც ამჟამად „მონცაში“ მუშაობს, მისი აზრით, იტალიის ბოლო 40 წლის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
გალიანის გუნდში „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელები სჭარბობენ, თუმცა „იუვენტუსის“ და „ინტერის“ ლეგენდებიც არ დავიწყებია.
საბოლოო ჯამში გალიანის იტალიის ბოლო 40 წლის ნაკრები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი
მცველები: ჯუზეპე ბერგომი, ალესანდრო ნესტა, ფრანკო ბარეზი, პაოლო მალდინი
ნახევარმცველები: მარკო ტარდელი, ანდრეა პირლო, ჯენარო გატუზო
თავდამსხმელები: ალესანდრო დელ პიერო, ფრანჩესკო ტოტი, რობერტო ბაჯო







