ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი საავადმყოფოდან გაწერეს. 57 წლის სპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და შესაბამისად, სახლში წასვლის უფლება მისცეს.
კუმანმა პირველი კომენტარიც გააკეთა და გამამხნევებელი მესიჯებისთვის ხალხს მადლობა გადაუხადა:
„გასული უიქ-ენდი ნამდვილი შოკი იყო ჩემთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის. საბედნიეროდ ექიმებმა სწრაფად შეძლეს ჩემი დახმარება და ამან ხელი შემიწყო. სასიამოვნო იმის ნახვა თუ რამდენი ადამიანი დაინტერესდა ჩემით, მადლობა მათ მესიჯებისთვის, რომლებიც მივიღე ისეთი ადამიანებისგან, რომელთაც არასდროს შევხედრივარ. ამან ძალა მომცა.
ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ეს ნიშნავს, რომ ვაგრძელებ მუშაობს, როგორც კი ფეხბურთი დაბრუნდება. კიდევ ერთხელ მადლობა და მალე გნახავთ“, - თქვა კუმანმა.
შეგახსენებთ, რომ რონალდ კუმანი რამდენიმე დღის წინ გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს.







