პეკინში China Open-ის ტურნირის გამარჯვებული, პლანეტის ნომერ პირველი ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. ბალკანელმა ფინალში რეიტინგის მე-6 ნომერი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი გაანადგურა (6:0, 6:2).
სერბმა პირველი სეტი მშრალზე მოიგო, მას ბერდიხმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მეორე სეტში ნოვაკი 5:0 იგებდა და მისი მოწოდებაც იყო, მაგრამ ბერდიხმა გაიბრძოლა, ბრეიკი შეასრულა და მატჩი მშრალზე არ წააგო.
შეხვედრა საათსა და 7 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა 4 ეისი ჩააწოდა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა. ჩეხმა ერთი ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
დღემდე “ნოლეს” China Open4-ჯერ ჰქონდა მოგებული (2009, 2010, 2012, 2012 წლებში).









