1976 წლის 19 მარტს დაიბადა ალესანდრო ნესტა. იტალიის საფეხბურთო ნაკრების, “ლაციოსა” და “მილანის” მცველი. მსოფლიოს ჩემპიონი (2006). ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (2000). იტალიის ორგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. 2003 და 2007 წლებში “მილანთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. 1999 წელს “ლაციოსთან” ერთად თასების მფლობელთა თასს დაეუფლა. ევროპის სუპერთასის ორგზის მფლობელი. 2000-03 წლებში დაასახელეს იტალიის საუკეთესო მცველად. 2007 წელს გახდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 78 მატჩი. ევროპის ჩემპიონი 21 წლამდელ ფეხბურთელებს შორის (1996).
