სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:43 | 4.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს პირველი ჯარიმა და ორი რეკორდი

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა. პორტუგალიელი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგაში, ესპანეთის ლა ლიგასა და იტალიის სერია A-ში სეზონში მინიმუმ 25 გოლის გატანა მოახერხა.

პრემიერლიგისა და ლა ლიგის შემდეგ რონალდუმ ამ შედეგს იტალიაშიც მიაღწია „ტორინოსთან“ გატანილი გოლით.

გარდა ამისა, ომარ სივორის შემდეგ „იუვეს“ პირველი ფეხბურთელია, ვინც სერია A-ს ერთ სეზონში მინიმუმ 25 გოლი გაიტანა. სივორიმ კი ეს შედეგი ძალიან დიდი ხნის წინ, 1960-1961 წლების სეზონში დააფიქსირა.

აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუმ „ტორინოსთან“ საჯარიმო დარტყმა გაიტანა, პირველად „იუვენტუსის“ შემადგენლობაში. "ბებერმა სინიორამ" დერბი დელა მოლე 4:1 მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163839