ფეხბურთი

19:12 | 15.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

გუნდებს 5 შეცვლის უფლება 2021 წლის აგვისტომდე ექნებათ

საფეხბურთო კლუბებს თამაშში 5 შეცვლის გაკეთებს უფლება 2021 წლის აგვისტომდე ექნებათ. IFAB-ის შეთავაზებული წინადადება ფიფამ ოფიციალურად დაამტკიცა.

საფეხბურთო ლიგები არჩევანში თავისუფალნი არიან, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ რომელიმე ქვეყანამ ამ წინადადებაზე უარი თქვას.

5 შეცვლა ფეხბურთში კორონავირუსის პანდემიის გამო შემჭიდროვებული კალენდრისთვის დაამტკიცეს და ვინაიდან, 2020-2021 წლების სეზონიც მჭიდრო გრაფიკში ჩატარდება, ფიფამ შეღავათი ძალაში დატოვა.

სხვა მნიშვნელოვანი სიახლე არაფერია: 5 შეცვლის გაკეთება კლუბებს თამაშის მიმდინარეობისას სამ ფანჯარაში შეეძლებათ.

თეგებიფიფა
0.100294