სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:48 | 5.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მასპინძელთა დღე ინგლისში

ინგლისის ჩემპიონატის მე-7 ტურის მეორე დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა, რომლებმაც მასპინძელთა სრული უპირატესობით ჩაიარა.

სათამაშო დღე “ოლდ ტრაფორდზე” გაიხსნა, სადაც ადგილობრივი გუნდი “ევერტონს” მასპინძლობდა. პირველი ტაიმი “იუნაიტედმა” ანხელ დი მარიას გოლით მოიგო, მაგრამ აღსანიშნავია ლეიტონ ბეინსის გამოუყენებელი პენალტი. ტაიმის ბოლოს მარცხენა მცველს გათანაბრება შეეძლო, მაგრამ დე ხეამ აჯობა.
მეორე ნახევარი სტუმრებმა კარგად დაიწყეს და ნეისმიტმა 55-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ ფალკაომ 5 წუთში კვლავ წინ გაიყვანა თავისი გუნდი და გამარჯვება მოუპოვა – 2:1. აღსანიშნავია დე ხეას საიმედო თამაში, რომელმაც მატჩის ბოლოს კიდევ ორჯერ იხსნა თავისი გუნდის კარი.

ტურის ცენტრალური მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, “ჩელსიმ” თანაქალაქელ “არსენალს” აჯობა და კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს პრემიერლიგას. ანგარიში პენალტის ნიშნულიდან აზარმა გახსნა 27-ე წუთზე, ხოლო 78-ე წუთზე დიეგო კოშტამ მორიგი გოლი მიითვალა – 2:0.

ლონდონის “ტოტენჰემმა” ერიკსენის გოლით “საუთჰემპტონს” მოუგო, ხოლო “ვესტ ჰემმა” “ქუინზ პარკ რეინჯერსი” დაამარცხა.

მანჩესტერი – ევერტონი 2:1 (1:0)

მანჩესტერი, “ოლფ ტრაფორდი”

მანჩესტერი (4-3-1-2): დე ხეა, შოუ (ბლეკეტი 71), როხო, მაკნაირი, რაფაელი, ვალენსია (ფელაინი 79), ბლინდი, დი მარია, მატა, ვან პერსი, ფალკაო (ვილსონი 73).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, ჰიბერტი (ბრაუნინგი 71), სტოუნზი, იაგიელკა, ბეინსი, ბეშიჩი, ბერი, მაკგიდი (ოსმანი 77), პიენაარი (ოვიედო 64), ნეისმიტი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 1:0 დი მარია (27), 1:1 ნეისმიტი (55), 2:1 ფალკაო (62).
გაფრთხილებები: ვან პერსი, ბლინდი, ვალენსია, ვილსონი – ბეშიჩი, პიენაარი, ჰოვარდი
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 15(4)-10(6), ჯარიმა: 18-11, კუთხური: 11-6, თამაშგარე: 1-3, სეივი: 5-2

45-ე წუთზე ბეინსმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ჩელსი – არსენალი 2:0 (1:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა (ჩეხი 24), ტერი, კეჰილი, აზპილიკუეტა, ივნოვიჩი, მატიჩი, ფაბრეგასი, აზარი, ოსკარი (ვილიანი 87), შურლე (მიკელი 69), კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

არსენალი (4-2-3-1): შესნი, კოშელნი, მერტესაკერი, ჩემბერსი, გიბსი, უილშირი (როსიცკი 83), ფლამინი, ოზილი, სანჩესი (პოდოლსკი 79), კასორლა (ჩემბერლენი 69), უელბეკი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 1:0 აზარი (27 პენ.), 2:0 კოშტა (78).
გაფრთხილებები: კეჰილი, ივანოვიჩი, შურლე, ოსკარი – ჩემბერსი, კოშელნი, უელბეკი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 5(3)-10(0), ჯარიმა: 14-10, კუთხური: 2-2, თამაშგარე: 3-0, სეივი: 0-1

ტოტენჰემი – საუთჰემპტონი 1:0 (1:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, როუზი, ვერტონგენი, ქაბული, ნოუტონი (დაიერი 32), მეისონი, კაპუე, ჩადლი, ერიკსენი (დემბელე 82), ლამელა (კეინი 91), ადებაიორი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, ფონტე, ალდერვეირელდი, ბერტრანი, კლაინი, ვანიამა (ლონგი 76), დევისი, შნეიდერლენი, მანე, ტადიჩი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლი: ერიკსენი 40.
გაფრთხილებები: ქაბული, ლამელა – ტადიჩი
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 9(4)-7(4), ჯარიმა: 15-9, კუთხური: 10-5, თამაშგარე: 6-2, სეივი: 3-3

ვესტ ჰემი – ქპრ 2:0 (1:0)

ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, ტომკინსი, რიდი, კრესველი, ჯენკინსონი, სონგი, ამალფიტანო, ზარატე (ნოლანი 76), დაუნინგი, სახო, ვალენსია (იარვისი 85).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

ქპრ (4-4-1-1): გრინი, ფერდინანდი, კოლკერი, ონიოჰა, ტრაორე, სანდრო (ტაარაბტი 67), ჰენრი, ჰოილეტი (ზამორა 46), კრანჩარი (მუტჩი 78), ფერი, აუსტინი.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი

გოლები: 1:0 ონიოჰა (5 ს.კ.), 2:0 სახო (59).
გაფრთხილებები: ტომკინსი, კრესველი – ჰენრი, სანდრო
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 11(3)-10(3), ჯარიმა: 10-11, კუთხური: 7-5, თამაშგარე: 4-2, სეივი: 3-1


ბომბარდირები: კოშტა (“ჩელსი”) – 9. ულოა (“ლესტერი”), ბერაჰიმო (“ვესტ ბრომვიჩი”), აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 5.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099961