რონალდ კუმანმა არ უარყო, რომ „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებები აქვს. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, კატალონურ გრანდში მისი დანიშვნა ოცნების რეალობად ქცევა იქნება.
„ამ ეტაპზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, რა თქმა უნდა, მსურს „ბარსელონას“ მწვრთნელობა, მაგრამ ეს საბოლოო მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იარსებებს. ეს იქნება ოცნების ახდენა“, - თქვა კუმანმა.
შეგახსენებთ, რომ რონალდ კუმანი „ბარსელონაში“ 1989-1995 წლებში თამაშობდა და კატალონელებმა ისტორიაში პირველად ჩემპიონთა თასი მისი გოლით მოიგეს. 1998-2000 წლებში კი ის „ბლაუგრანას“ სამწვრთნელო შტაბში იყო დასაქმებული.
კუმანის „ბარსას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ინფორმაციის გამოიფიცუალურებას უახლოეს საათებში ელოდებიან.





