ჩოგბურთი

3:59 | 24.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ენდი მარი გამარჯვებით დაბრუნდა

ცინცინატის მასტერსზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო ხანგრძლივი უქმეობის შემდეგ კორტზე დაბრუნებულმა ენდი მარიმ, ვინც პირველ წრეში სამ სეტში, 7-6 3-6 6-1 დაამარცხა ფრანსის ტიაფო.

მენჯის ოპერაციის შემდეგ, სპორტში დაბრუნებულ შოტლანდიელ ჩოგბურთელს, პირველი სეტის მოსაგებად ტაი-ბრეიკი დასჭირდა. მაგრამ მეორეში 22 წლის ამერიკელმა თამაში შემოაბრუნა და სეტებში ანგარიშის გათანაბრება შეძლო. გადამწყვეტ სეტში გამოცდილმა მარიმ შეძლო უპირატესობის დაბრუნება და მეტოქეს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო.

„ჩემთვის მთავარი დაბრუნება და იმაში დარწმუნებაა, რომ მენჯი წესრიგში მაქვს. ამიტომ, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ბევრს ვითამაშებ. მთავარია, მენჯი კარგად მქონდეს“, - ამბობს 33 წლის მარი, ვინც ტაი-ბრეიკზე თავიდან 2-5 ჩამორჩა, მაგრამ თამაშის შემობრუნება შეძლო. ტიაფომ მეორე სეტის მეცხრე გეიმში შეძლო ბრეიკის აღება და ანგარიშის გათანაბრება. თუმცა ვესტერნ ენდ საუთერნის ორგზის ჩემპიონმა მარიმ ბოლო სეტში შანსი არ დაუტოვა - მესამე გეიმში აიღო პირველი ბრეიკი და ამის შემდეგ მეტოქისთვის ერთი გეიმიც არ დაუთმია.

ქალთა ბადეს პირველივე ეტაპზე, ერთი ძლიერი ჩოგბურთელი გამოაკლდა - 16 წლის ამერიკელი კოკო გოფი ბერძენ მარია საკარისთან (მე-13 განთესვა) 6-1 6-3 დამრცხდა. ეს ცინცინატის ტურნირზე, რომელსაც ამჯერად ნიუ იორკი მასპინძლობს, გოფის პირველი გამოსვლა იყო. ლექსინგტონის ტურნირზე ნახევარფინალში გაღწევის შემდეგ, გოფს ამჯერად არაფერი გამოსდიოდა - მეტოქეს საქმე 24 უნებლიე შეცდომით გაუადვილა და თამაშიდან მხოლოდ 6 ქულის აღება შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096621