ჩოგბურთი

5:03 | 25.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსმა მესამე წრეს დაძაბული ბრძოლით მიაღწია

ნიუ იორკში მიმდინარე ვესტერნ ენდ საუთერნ ოუპენის მეორე წრეში, სერენა უილიამსს სამი სეტი და ორი ტაი-ბრეიკი დასჭირდა ჰოლანდიელი არანჩა რუსის დასამარცხებლად. შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა და სერენამ 7-6 (8-6) 3-6 7-6 (7-0) მოუგო მსოფლიო რეიტინგში 72-ე ადგილზე მყოფ მეტოქეს.

პირველი სეტი ერთი საათი გაგრძელდა. ტაი-ბრეიკიც დაძაბული გამოდგა და მაგრამ, სერენამ სეტ პოინტი მოიგერია, რის შემდეგაც სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. ამერიკელმა მეორე სეტის პირველივე გეიმში რუსის მოწოდება მოიგო და დაწინაურდა. მაგრამ ჰოლანდიელმა ჩოგბურთელმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და სეტებში ანგარიშიც გაათანაბრა.

ბოლო სეტის დასაწყისში, სერენა გატეხილი ჩანდა და საკუთარი მოწოდების წაგების წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ 0-40-ზე ძალა მოიკრიბა და გეიმი გადაარჩინა. ამის შემდეგ, ის თავად დაეუფლა უპირატესობას და 5-2 დაწინაურდა. და თითქოს, საქმის ბოლომდე მიყვანა აღარ უნდა გასჭირვებოდა. მაგრამ მომდევნო ოთხი გეიმი დათმო და მეტოქე 6-5 გავიდა წინ. მე-12 გეიმში ის თავად აწოდებდა, მაგრამ სერენამ ისევ დაიძვრინა თავი და ტაი-ბრეიკს მიაღწია, სადაც რუსს შანსი არ დაუტოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168631