ლიონელ მესის „ბარსელონას“ დატოვება სურს და კლუბს ამის შესახებ უკვე აცნობა კიდეც. თუმცა, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობა მისი სურვილის დაკმაყოფილებას პირველივე მოთხოვნაზე, არ აპირებს.
Sport-ის ინფორმაციით, „ბარსელონამ“ უკვე დააფიქსირა პოზიცია, რომ კონტრაქტის გაწყვეტა არ მოხდება და თუ ლეოს ხელშეკრულებაში არსებული პუნქტის (გუნდიდან უფასოდ წასვლა) გააქტიურება სურდა, მაშინ კლუბისთვის 30 მაისამდე უნდა ეცნობებინა.
ამრიგად, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობასა და მესის შორის, სიტუაცია, რომელიც მშვიდი ისედაც არ იყო ბოლო ხანს, კიდევ უფრო იძაბება.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ვარსკვლავს ყველაზე აქტიურად „მანჩესტერ სიტის“, პსჟ-ს და „ინტერს“ უკავშირებენ, ხოლო ცოტა ხნის წინ „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ახსენეს.





