ფეხბურთი

16:22 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" პორტუგალიელი ფეხბურთელი წარადგინა

კატალონიის „ბარსელონამ“ ნიჭიერი პორტუგალიელი ფეხბურთელი ფრანსისკო ტრინკაო ოფიციალურად წარადგინა. ტრანსფერი ჯერ კიდევ იანვარში დადასტურდა, მაგრამ ლუზიტანელი „ბარსას“ ახლა შეუერთდა.

მხარებემა კონტრაქტი გააფორმეს და ფეხბურთელის პრეზენტაცია „კამპ ნოუს“ სტადიონზე გაიმართა.

„ბარსელონამ“ ტრინკაოს სანაცვლოდ „ბრაგას“ 31 მილიონი ევრო გადაუხადა. ჯერჯერობით უცნობია დარჩება თუ ის გუნდში მომდევნო სეზონში, რამდენიმე კლუბი იჯარით ეპატიჟება. 20 წლის ფეხბურთელმა „ბრაგაში“ 2018-2020 წლებში 33 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა შეძლო.

0.089245