ფეხბურთი

16:46 | 27.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ გულშემატკივრები „კამპ ნოუზე“ შეიჭრნენ და ბართომეუს გადადგომას ითხოვენ

„ბარსელონაში“ საპროტესტო აქციები გრძელდება. „კამპ ნოუსთან“ შეკრებილი გულშემატკივრები კატალონიური გრანდის პრეზიდენტობის თანამდებობიდან ხოსეპ მარია ბართომეუს გადადგომას ითხოვენ.

პროტესტის შეჩერება სტადიონის დაცვამ ვერ მოახრხა და ხალხი სტადიონის შიდა ტერიტორიაზე შეიჭრა, რის შემდგომაც წესრიგის დასამყარებლად პოლიციის გამოძახება გახდა აუცილებელი.

შეგახსენებთ, პროტესტის მთავარი მიზეზი ლიონელ მესის „ბლაუგრანადან“ წასვლის გადაწყვეტილება გახდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას ამის შესახებ უკვე აცნობა, მისი დამატება კი „პარი სენ ჟერმენს“, „იუვენტუსს“ მილანის „ინტერს“, „მანჩესტერ სიტისა“ და მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.163988