ჭადრაკი

16:16 | 18.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

20 ივლისს ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

20 ივლისს, 12:00 საათიდან,  საქართველოს  ჭადრაკის  ფედერაცია ჭადრაკის  ყველა მოყვარულს ელის  ვერის ბაღში ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე!

უძველესი თამაშის თაყვანისცემლებს  შანსი  ეძლევათ  პირისპირ ეთამაშონ  ბლიც-პარტიები საქართველოს წამყვან  მოჭადრაკეებს.

საერთაშორისო  საჭადრაკო ორგანიზაცია  FIDE  დაარსდა 1924  წლის  20 ივლისს პარიზში.  FIDE -ს მონაცემებით დღეს მსოფლიოში 600 მილიონი ადამიანი თამაშობს ჭადრაკს.

FIDE  მსოფლიოს სპორტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის  III ადგილზეა   წევრი  ქვეყნების რაოდენობით:  IAAF (მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია) FIFA (ფეხბურთის  საერთაშორისო ფედერაცია)  შემდეგ.              

FIDE-ში  სულ  181  ეროვნული ფედერაციაა გაერთიანებული.

 

www.gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089424