დაიწყო 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გოგონათა და ვაჟთა შორის, რომელსაც თურქეთის ქალაქი ქოჯაელი მასპინძლობს. აღნიშნულ ტურნირში 118 ვაჟი და 77 გოგონა მონაწილეობს. მათ შორის სამი ქართველი სპორტსმენი: მერი არაბიძე, ანა კუჭავა და ზურაბ ჯავახაძე იმყოფება. სამივე მათგანმა ასპარეზობა მოგებით დაიწყო და ლიდერთა შორის იმყოფებიან. ჯავახაძემ კემ გუნდოლანს (თურქეთი), არაბიძემ სოფი ედესის (სლოვაკეთი), ხოლო კუჭავამ ლარა მიკონგულარის (თურქეთი) მოუგო.
ასპარეზობა 13 ტურად მიმდინარეობს და 26 სექტემბერს დასრულდება.







