საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი მატჩი ჩაატარა და გორში, ფრანგ თანატოლებს უმასპინძლა.
სტუმართ რიგებში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი ირჯებოდა, ხოლო ვასილ მაისურაძის გუნდმა შესუსტებული შემადგენლობით ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელებმა იბრძოლეს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო - საფრანგეთმა მთლიანობაში დამაჯერებლად მოიგო.
38-ე წუთამდე მეტოქეს გავუძალიანდით და ახლოს ვიყავით ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულებულიყო, მაგრამ არ გაგვიმართლა და ბერიაშვილის ავტოგოლით სტუმრები დაწინაურდნენ. მეორე გოლი საფრანგეთმა 90-ე წუთზე პენალტით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 0:2.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 6 ქულ აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს სლოვაკეთთან და აზერბაიჯანთან ერთად. მომდევნო მატჩს ვასილ მაისურაძის გუნდი 8 სექტემბერს, სტუმრად ლიხტენშტეინთან გამართავს.
საქართველო (U21) - საფრანგეთი (U21) 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ბერიაშვილი (38, ა.გ), 0:2 ედუარდი (90, პენ)