სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:25 | 10.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლის“ პრეზიდენტს კორონავირუსი შეეყარა

იტალიური „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, კორონავირუსი დაუდგინდა. კლუბში ჩატარებული გამოკვლევისას მისმა ტესტმა დადებითი პასუხი უჩვენა. შეგახსენებთ, რომ დე ლაურენტისი 71 წლისაა და ამისდაკვალად, რისკის ზონას მიეკუთვნება.

დე ლაურენტისი „ნაპოლის“ პრეზიდენტი 2004 წელს გახდა, როცა გუნდი სერის С1-ში ასპარეზობდა. მაგრამ, უკვე 2006-07 წლების სეზონში ნეაპოლური კლუბი სერია A-ში აღზევდა და მას შემდეგ ელიტა აღარ დაუტოვებია.

გასულ სეზონში „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილი დაიკავა და ქვეყნის თასის მოგება შეძლო, რამაც ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მისცა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093388