Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_e2c41d43fc8a33b009c1620aa6f397cd in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_ff35d17bec14651b97140007666b4a8f in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71
ფერნანდო ალონსომ „რენოს“ ენსტოუნის ბაზა მოინახულა
ავტოსპორტი

3:01 | 23.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ალონსომ „რენოს“ ენსტოუნის ბაზა მოინახულა

„რენომ“ საკუთარი ფორმულა 1-ის გუნდის ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ფერნანდო ალონსო, ფრანგული გუნდის ფორმაშია გამოწყობილი. ფოტო მაშინ გადაიღეს, როდესაც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, გუნდის ენსტოუნის ბაზიდან გამოდიოდა.

როგორც ცნობილია, ესპანელმა მრბოლმა გუნდთან, რომლის მანქანებითაც თავისი ორივე ტიტული აქვს მოპოვებული, 2021 წლის სეზონისთვის კონტრაქტი გააფორმა. ეს კი ნიშნავს, რომ ალონსო ორწლიანი პაუზის შემდეგ, ფ1-ს დაუბრუნდება. ოღონდ, იმ მომენტისთვის გუნდს სახელი ექნება შეცვლილი და ჩემპიონატში „ალპინის“ (რენოს სპორტული ავტომობილების მწარმოებელი შტოა) სახელით იასპარეზებს.

მალე ალონსომ საკუთარ ტვიტერზე დაწერა: „ძალიან ამაღელვებელი იყო საწარმოში დაბრუნება. რენოში 2002 წელს მოვედი, როცა 21 წლის ვიყავი. აქ ყველა კუთხე, ყოველი კორიდორი, ყოველი კარი ნაცნობია. ეს განსაკუთრებული დღე იყო“.

გუნდმ FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) თხოვნით მიმართა, რომ ალონსოს სეზონის შემდეგ, აბუ დაბიში მანქანის გაცნობითი ტესტის უფლება მისცეს. გუნდის შეფი სირილ აბიტბული ამბობს, რომ პროგრესი აშკარაა და ეს მომავალ სეზონშიც გაგრძელდება. ალონსოს დაბრუნება კი გუნდის მონდომებას უფრო გააძლიერებს.

„სეზონის დასაწყისში ჩვენ ვამბობდით, რომ უკვე ვფიქრობთ 2022 წლის სეზონზე და რომ 2021 წლის სეზონი უკვე ჩამოვწერეთ. მაგრამ მან დაინახა, რომ ჩვენ ზოგ ტრასაზე საინტერესო ბრძოლებში ვებმებით და დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში კიდევ უფრო მოვუმატებთ. ეს ყველაფერი ფერნანდოს სისხლს უმღვრევს კარგი გაგებით“, - ამბობს აბიტბული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158959