ევროპული კლუბები მზად არიან ახალი ტურნირი შექმნან, რომელსაც უზარმაზარი ფინანსური მოგება ექნება. ბრიტანული Sky Sports-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“ ხელმძღვანელობენ მოლაპარაკებებს, რომელიც დაწყებულია.
ევროპის პრემიერლიგა - ასეთი იქნება ტურნირის სახელწოდება, რომელშიც 18 კლუბი მიიღებს მონაწილეობას ესპანეთიდან, ინგლისიდან, იტალიის, გერმანიიდან და საფრანგეთიდან. მოლაპარაკებებში „წითლებისა“ და „წითელი ეშმაკების“ გარდა, „არსენალი“, "ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „რეალი“, პსჟ, „იუვენტუსი“ და „ბაიერნიც“ ჩართულიც არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირის ჩატარებას მხარს სრულად უჭერს ფიფა და მისი ფინანსური მოგება დაახლოებით 6 მილიარდი ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ ევროპის პრემიერლიგის ჩატარება სეზონის მიმდინარეობისას, სხვა ტურნირების პარალელურად იქნება შესაძლებელი, თუმცა ზუსტი ფორმატი და გრაფიკი ამ ეტაპზე უცნობია.