ავტოსპორტი

2:03 | 29.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

საუდის არაბერთი ფ1-ში დებიუტს მომავალ სეზონში გეგმავს

ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს, მომავალი სეზონის კალენდარი წარუდგინა, რომელშიც 23 ეტაპია შეტანილი. მათ შორის ერთი კი არის საუდის არაბეთის დიდი პრიზი, რომელსაც ქალაქ ჯედას ქუჩის ტრასა უმასპინძლებს.

კალენდარში სხვა საინტერესო მომენტებიცაა. მასში არაა შეტანლი მაიამის ეტაპი - მეორე ამერიკული რბოლა, რომლის დებიუტიც სწორედ მომავალი სეზონიდან იგეგმებოდა. ბრაზილიის დიდი პრიზის მასპინძლად კი რიო დე ჟანეირუა დასახელებული, სადაც ტრასა სხვა ადგილზე შენდება (ჟაკარეპაგუას ადგილას ოლიმპიური სოფელი განლაგდა).

აღსანიშნავია, რომ ამ ტრასის მშენებლობას გარემოს დამცველები ეწინააღმდეგებიან და არსებობს სხვა პრობლემებიც, რომელთა გამოც, რიოში რბოლის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არაა გამორიცხული, რომ ის კალენდრიდან ამოვარდეს კიდეც.

კორონავირუსის პანდემიის გამო, გაურკვევლობები ჯერაც რჩება. თუმცა აშკარაა, რომ რბოლები შექმნილ რთულ სიტუაციაშიც უსაფრთხოდ ტარდება, რაც იმის შანსს ზრდის, რომ მომავალ სეზონში კალენდარი სრული იქნება.

მიმდინარე სეზონში უნდა შემდგარიყო ვიეტნამის პირველი დიდი პრიზი და ჰოლანდიის დიდი პრიზი უნდა დაბრუნებულიყო. მაგრამ პანდემიამ მათი ჩატარება შეუძლებელი გახადა, კალენდარი კი 22-დან 17 ეტაპამდე შეიკვეცა.

სავარაუდოდ, ახალი კალენდრის წინასწარი ვარიანტი რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდება.

0.095394