ავტოსპორტი

10:49 | 3.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

„უილიამსი“ პილოტებს არ ცვლის

ემილია რომანიას დიდი პრიზის წინ, „უილიამსმა“ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზნშიც ბრიტანელ ჯორჯ რასელს და კანადელ ნიკოლას ლატიფის დაიტოვებს. ამგვარად, წერტილი დაესვა გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ ფ1-ის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში გადასვლას, მექსიკელი სერხიო პერესი აპირებდა.

პერესს ამ სეზონის ბოლოს, „რეისინგ პოინტის“ დატოვება უწევს, რომელიც მომავალ სეზონში „ასტონ მარტინის“ სახელით იასპარეზებს. გუნდმა მექსიკელის ადგილზე სებასტიან ფეტელი აიყვანა, რომელიც „ფერარიდან“ გამოუშვეს.

პერესთან დაკავშირებული ჭორების აგორებას ხელი „უილიამსის“ შეფმა საიმონ რობერტსმა შეუწყო, რომელმაც ეს თემა პორტუგალიაში წამოჭრა. თუმცა იმოლაში დაბნევისთვის ყველას ბოდიში მოუხადა.

„წინა კვირაში გაუგებრობა გამოვიწვიე, რისთვისაც ვწუხვარ. არაფერი შეცვლილა. მრბოლთა პოზიციაზე არაფრის თქმას ვაპირებდი. პილოტების ამ შემადგენლობას მომავალ წელსაც ვიტოვებთ. ორივეთი კმაყოფილები ვართ და მათტან მუშაობის გაგრძელებას ვაპირებთ“, - ამბობს რობერტსი.

მას არც ის დაუდასტურებია, რომ პერესთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. მექსიკელისთვის ამჟამად ერთადერთ მისაღებ ვარიანტად „რედ ბული“ რჩება, რომელმაც შესაძლოა, ტაილანდელი ალექს ალბონის შეცვლა მოისურვოს. სხვა შემთხვევაში, „ჰაასი“ რჩება, რომელიც ორივე პილოტს ცვლის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163013