სხვა

12:45 | 4.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ჭიკაძე UFC-ში მეხუთე ბრძოლას 7 ნოემბერს გამართავს

ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში მეხუთე ბრძოლას 7 ნოემბერს, ლას ვეგასში ჩაატარებს. 32 წლის მებრძოლის მეტოქე ამერიკელი ჯეიმი სიმონსი იქნება, რომელიც ჭიკაძის წინააღმდეგ UFC-ში სადებიუტო ბრძოლას გამართავს.

28 წლის სიმონსს, აქამდე შერეულ საბრძოლო ჩემპიონატში 9 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგანაც 7 მოიგო, 2-ჯერ კი მარცხი განიცადა.

გიგა ჭიკაძეს კი UFC-ში 4 ბრძოლიდან 4-ივე მოგებული აქვს. ბოლოს ქართველი მებრძოლი 10 ოქტომბერს აბუ დაბის მებრძოლთა კუნძულზე ომარ მორალეს დაუპირისპირდა და მეტოქეს დამაჯერებლად სძლია. ხოლო MMA-ში მის ანგარიშზე ჩატარებული 13 ორთაბრძოლიდან 11 მოგება და მხოლოდ 2 მარცხია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163312