ფეხბურთი

17:16 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ნოემბერში გასამართი მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

არგენტინელთა თავკაცმა არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე შეაჩერა.

მეკარეები: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, ინგლისი), აგუსტინ მარჩესინი (პორტუ, პორტუგალია), ნეუენ პერესი (გრანადა, არგენტინა)

მცველები: ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა, პორტუგალია), ფაკუნდო მედინა (ლანსი, საფრანგეთი), ლუკა კუარტა (ფიორენტინა, იტალია), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი, ნიდერლანდები), ვალტერ კანემანი (გრემიო, ბრაზილია)

ნახევარმცველები: როდრიგო დე პაული (უდინეზე, იტალია), მარკოს აკუნია (სევილია, ესპანეთი), ნიკოლას დომინგესი (ბოლონია, იტალია), რობერტო პერეირა (უდინეზე, იტალია), ალეხანდრო დომინგესი (ატალანტა, იტალია), ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი), ლუკას ოკამპოსი (სევილია, ესპანეთი), ლეანდრო პარედესი (პსჟ, საფრანგეთი), ეზეკიელ პალასიო (ლევერკუზენი, გერმანია), ჯოვანი ლო სელსო (ტოტენჰემი, ინგლისი), გვიდო როდრიგესი (ბეტისი, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ლუკას ალარიო (ლევერკუზენი, გერმანია), ლიონელ მესი (ბარსელონა, ესპანეთი), პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია), ხოაკინ კორეა (ლაციო, იტალია), ნიკოლას გონსალესი (შტუტგარტი, გერმანია), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია)

არგენტინის ნაკრები 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში ნოემბერში პარაგვაისა და პერუს ნაკრებებს შეხვდება. „ალბისელესტე“ ორი ტურის შემდეგ 6 ქულით სატურნირო ცხრილს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16441