საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ორი მატჩი უკვე გაიმართა. თბილისის „საბურთალომ“ მოუგებელ სერიას წერტილი დაუსვა, ხოლო „ლოკომოტივმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
„საბურთალომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დაძაბლ ბრძოლაში 1:0 აჯობა. მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი გურლიაშვილმა გაიტანა. „საბურთალომ“ 24 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე იმყოფება, ხოლო „ტორპედო“გადარჩენისთვის იბრძვის და 16 ქულით პლეი-აუტის ზონაშია.
„თელავმა“ საკუთარ მოედანზე თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მატჩს დასაწყისშივე ირაკლი სიხარულიძემ დააწინაურა, მაგრამ სტუმრებმა ეს უპირატესობა მეორე ტაიმში ხელიდან გაუშვეს და ში ქულით დაბრუნდნე.
„ლოკომოტივს“ 23 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა, ხოლო „თელავი“ 20ქულით მე-6 ადგილს იკავებს.
„საბურთალო“ – „ტორპედო“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 გულიაშვილი (58)
„თელავი“ – „ლოკომოტივი“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 სიხარულიძე (14), 1:1 მოსიაშვილი (48)







