სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:02 | 26.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრების მარცხი მალტასთან

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა ზედიზედ მეცხრე თამაში წააგო. ლევან ბაჯელიძის გუნდმა თბილისში მალტას უმასპინძლა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 0:4.

სტუმრებმა თითო ტაიმში ორ-ორი გოლი გაიტანეს და მატჩის ბედი ადვილად გადაწყვიტეს. თანაც ეს ყველაფერი 58-ე წუთამდე მოასწრეს. დუბლები შეასრულეს ზამიტმა და ბუგეჯამ და მალტა თბილისიდან 3 ქულით წავიდა.

საქართველოს ნაკრებს 9 თამაშიდან ყველა წაგებული აქვს და ბუნებრივია უქულოდ ბოლო ადგილზეა. ჯგუფში დასკვნით შეხვედრას კი 1 დეკემბერს, შინ ბოსნიის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველო - მალტა 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 ზამიტი (34), 0:2 ბუგეჯა (44), 0:3 ზამიტი (52), 0:4 ბუგეჯა (58)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.165492