ფეხბურთი

0:25 | 3.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფა ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის გაუქმებას და ფორმატის შეცვლას გეგმავს

ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შესაძლოა შეიცვალოს და ჯგუფური ეტაპი საერთოდ გაუქმდეს. Telegraph-ისა და The Times-ის ინფორმაციით, უეფა ფორმატის ცვლილებას ორი მიზეზით გეგმავს.

პირველი ის გახლვათ, რომ კლუბებმა უფრო მეტი თამაში შესთავაზონ ტელევიზიებს, რაც თავისთავად შემოსავლების გაზრდას გამოიწვევს, ეს კი პირდაპირ კავშირშია მეორე მიზეზითან - სუპერლიგის შექმნის საფრთხისგან თავის არიდება.

როგორც ბრიტანული მედია წერს, ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების რაოდენოა 36-მდე გაიზრდება. თითოეული გუნდი 10 მატჩს ჩაატარებს (10 განსხვავებული მეტოქის წინააღმდეგ, ხუთს სახლში, ხუთს სტუმრად). შედეგად, საუკეთესო შედეგის მქონე 16 გუნდი მერვედფინალში გავა, ხოლო მე-17-დან 24-ე ადგილებზე გასული კლუბები ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებენ.

მერვედფინალში გუნდები წილისყრით არ დაწყვილდებიან, არამედ სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე (პირველადგილოსანი მე-16 ადგილოსანს შეხვდება, მეორე მე-15-ეს და ა.შ).

უეფას აღნიშნული რეფორმა შესაძლოა 2024 წლიდან ამოქმედდეს, მაგრამ მანამდე უეფამ იდეა ევროპული კლუბების ასოციაციას უნდა წარუდგინოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095499