ფეხბურთი

11:16 | 6.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ამ წაგების ახსნა ძნელია, "ატლეტიკოსთან" უკვე დიდი ჩამორჩენა გვაქვს"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ლა ლიგის მე-12 ტურში „კადისთან“ (1:2) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, საჩემპიონო ბრძოლაში ნაბიჯი უკან გადადგეს და „ატლეტიკოს“ გადასწრება ძალიან რთული იქნება.

„ძნელია ამ მარცხის ახსნა, ამ თამაშამდე კარგი მატჩები ჩავატარეთ. პირველ ტაიმში არც ისე კარგად ვითამაშეთ, მეორე უკეთესი იყო, მაგრამ წავაგეთ იმ შეცდომის გამო, რომელსაც ჩვენი გუნდისგან არ ელით - დაუჯერებელია.

დაუშვებელია აუტის ასე დათმობდა. კონცენტრაციის არარსებობს გამო წავაგეთ. განწყობა ძალიან კარგი არ იყო, არა მხოლოდ მცველებში, როდესაც ბურთს ვათამაშებდით, აგრესიულობა გვაკლდა. ეს მარცხი საჩემპიონო ბრძოლაში უკან გადადგმული ნაბიჯია. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ უნდა შევეგუოთ. 12 ქულით ჩამოვრჩებით ისეთ ძლიერ გუნდს, როგორიც „ატლეტიკოა“, ეს ბევრია. წინ ჯერ კიდევ ბევრი თამაშია, მაგრამ თუ დამოკიდებულებას არ შევიცვლით და სტუმრად არასტაბილურად თამაშს არ დავასრულებთ, მაშინ მეტი სათქმელი არაფერი გვექნება“, - განაცხადა კუმანმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ ლა ლიგის 10 თამაშიდან 4 მოიგო, 4-ჯერ წააგო და ორჯერ ფრეს დასჯერდა. „ბლაუგრანა“ „ატლეტიკოს“, რომელსაც ასევე 10 მატჩი აქვს ჩატარებული 12 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.1433